Monday, July 16, 2018
ტრენინგის მეცხრე დღე
შევიტანე საბოლოო კორექტივები ბლოგზე ატვირთულ მასალაში, გამოქვეყნებული პრეზენტაცია გავაცანი ტრენინგის მონაწილეებს, მოვისმინე მათი რეკომენდაციები და შეფასებები. გავეცანი სხვა მონაწილების ნამუშევრებსაც და გავაკეთე კომენტარები. ტრენინგის ბოლო დღე განსაკუთრებით საინტერესო იყო გამოცდილების გაზიარების მხრივ.
Friday, July 13, 2018
ტრენინგის მერვე დღე
ვიმუშავე გეგმის დასრულებულ ვარიანტზე, შევიტანე საბოლოო კორექტივები, გავასწორე შეცდომები, მოვამზადე ფასილიტაციის მასალები.
Wednesday, July 11, 2018
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდებზე. გადმოვტვირთეთ ფაილი ამ თემაზე. გავეცანით რჩევებს, ვიმუშავეთ მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით სასწავლო პროცესის დაგეგმვაზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე შევიტანეთ ცვლილებები სასწავლო პროექტის გეგმაში.
Monday, July 9, 2018
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს გავიგეთ როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა, როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში, შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისათვის, დავხვეწეთ შეფასების გეგმები.
Friday, July 6, 2018
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ ინტერნეტის დანიშნულება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად; საავტორო უფლებების, ეთიკის ნორმებისა და სამართლებრივი ნორმების დაცვა ინტერნეტმასალების გამოყენებისას.ვისწავლეთ პორტფოლიოს პრეზენტაციების ატვირთვა, გავუზიარეთ აზრები და გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები. მოვძებნეთ მასალები მოსწავლის ნიმუშისათვის.
Wednesday, July 4, 2018
ტრენინგის მეოთხე დღე
გავეცანით შეფასების მიდგომებსა და კრიტერიუმებს, შეფასების მოკლე მონახაზის გაკეთებას;
მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია, გავაცანი აუდიტორიას, მოვისმინე კომენტარები, გამოვაქვეყნე ბლოგზე, ტრენინგის მონაწილეებს გავუკეთე ელექტრონული კომენტარი.
მოვამზადე პროექტის პრეზენტაცია, გავაცანი აუდიტორიას, მოვისმინე კომენტარები, გამოვაქვეყნე ბლოგზე, ტრენინგის მონაწილეებს გავუკეთე ელექტრონული კომენტარი.
Monday, July 2, 2018
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე დავუთმეთ საკვანძო შეკითხვების შინაარსობრივი მხარის გარკვევას, სტანდარტების ,მიზნებისა და შედეგების გათვალისწინებასა და კონკრეტულ პროექტთან შესაბამებას.
Sunday, July 1, 2018
ტრენინგის მეორე დღე
გავეცანი საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებებს, რაც სასწავლო პროცესში ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებას იძლევა. სასწავლო პროცესის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით კლასებში,მათი ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე.მიღებული გამოცდილება სწავლების საინტერესოდ დაგეგმვის საშუალებას მომცემს.
Friday, June 29, 2018
ტრენინგის პირველი დღე
ვისაუბრეთ ტრენინგის მიზნებზე;
გავეცანით ინტელის პროგრამას და მიზნებს;
გავაკეთე საქაღალდე;
შევქმენი ახალი ბლოგი;
გავეცანით ინტელის პროგრამას და მიზნებს;
გავაკეთე საქაღალდე;
შევქმენი ახალი ბლოგი;
Subscribe to:
Posts (Atom)